ჯონ მაკეინმა ფლორიდის შტატის არჩევნებში იოლად დაამარცხა  მიტ რომნი

არიზონას შტატის სენატორმა ჯონ მაკეინმა ფლორიდის შტატის არჩევნებში იოლად დაამარცხა მისი ოპონენტი მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორი მიტ რომნი.

ჯონ მაკეინი მიიჩნევს რომ ერთი პარტიის ამომრჩეველთა წინასაარჩევნო კრებაზე გამარჯვებამ დადებითი მუხტი მისცა მის საპრეზიდენტო კამპანიას 5 თებერვალს ერთდროულად ოც შტატში დანიშნული პირველადი არჩევნების წინ.

როგორც ვარაუდობენ საპრეზიედტო კანდიდატი ქალაქ ნიუ იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი დღეს საპრეზიდენტო მარათონს გამოეთიშება და მხარს დაუჭერს ჯონ მაკკეინს.

რაც შეეხება დემოკრატ კანდიდატებს შორის, ყოფილმა პირველმა ლედიმ ჰილარი კლინტონმა საგრძნობლად დაამარცხა სენატორი ბარაკ ობამა.