წარმომადგენლობითი მთავრობა

რამდენიმე დღის წინ საქართველოს მოსახლეობას ახალი მინისტრთა კაბინეტის კანდიდატურები წარედგინა. ამ სიახლეს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, იქიდან გამომდინარე, რომ 3 თვეში საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება. ხელისუფლების ოპონენტები, იქნება ეს ჩვეულებრივი მოქალაქე თუ გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ახალ მინისტრთა კაბინეტს მხოლოდ 3 თვის ვადით ხედავენ. აგრეთვე უნდა აღნიშნოს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი, სწორედ ძალოვანი მინისტრების შეცვლას ელოდა. შეიცვალა მხოლოდ მხოლოდ ერთი: მთავარი პროკურორი, რომლის ადგილი ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ეკა ტყეშელაშვილმა დაიკავა.

ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია ექსპერტი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც უკანასკნელ მოვლენებს აფასებს, კერძოდ კი: მეორედ არჩეული პრეზიდენტი და ახალი მინისტრთა კაბინეტი.

გიორგი მარგველაშვილი – პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი სხვაობა იყო, თავად მიხეილ სააკაშვილისთვის პირველ არჩევნებსა და მეორე არჩევნებს შორის. პირველი, ეს იყო რევოლუციის შემდეგ, სადაც მას ქონდა სრული კარტბლანში და არ მოუხდა იმდენი დაპირების მიცემა, როგორც დღეს. მაშინ მთავარი იყო, შევარდნაძის სისტემაში არსებული კორუფციის დასრულება, რომელიც გარკვეულწილად შესრულდა კიდეც. ახლა მას მოუხდა სხვადასხვა სახის ეკონომიკური თუ სოციალური პირობების დადება. რაც ერთის მხრივ კარგი არის, რადგან ჩვენ მუდმივად შეგვიძლია მივუთითოდ, სწორედ ამ დაპირებებზე და მეორეს მხრივ თავად სააკაშვილისათვის და მისი გუნდისათვის გაცილებით უფრო რთულია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ძალიან ახლოს არის. რაც შეეხება მთავრობის ახალ კომპოზიციას, მე ვფიქრობ რომ საზოგადოების მოლოდინი ძალიან მართებული იყო, როდესაც ისინი ძალოვანების შეცვლას ელოდნენ, მაგრამ სრულიად გასაგებია, რომ პრეზიდენტი ახლა ძალოვან მინისტრებს ვერ გამოცვლიდა. მაშინ როდესაც ხელისუფლების ვერტიკალი შესუსტებულია, ამ გუნდის შეცვლა პრობლემური იქნებოდა. ჩემთვის ამ თავლსაზრისით მისაღებია მერაბიშვილის კანდიდატურა, პირველ რიგში იმიტომ რომ ის არასდროს ატარებს იმ საშიშროებას, რომელსაც ატარებდა, მაგალითად, ოქრუაშვილი.

მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი.