გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებების დაცვის საყოელთაო დეკლარაცია 60 წლის წინ მიიღო. აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში აცხადებს, რომ დღეს მსოფლიოს ქვეყნები კვლავ ამ დეკლარაციის პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ. “გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის საყოველთაო დეკლარაცია ისტორიული მიღწევა იყო. ეს დოკუმენტი თავისუფლების, სამართლიანობისა და მშვიდობის საწყისად პირად ღირსებას, ხალხთა თანასწორობასა და ადამიანის უფლებებს აღიარებს.” ციტატის დასასრული. გასულ დეკემბერში, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ირანში ადამიანის უფლებების არსებული სიტუაციის გამო და თეირანს გაეროს ადამიანის უფლებების დეკლარაციის სტანდარტების დაკმაყოფილებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციაში, კერძოდ ნახსენები იყო ირანში დღესდღეობით არსებული ადამიანის უფლებების სისტემატიური დარღვევები და ირანელი ხალხის თავისუფალი ნების ფუნდამენტური პრინციპების შელახვა. დეკლარაციაში ასევე საუბარი იყო ირანში რელიგიური, ეთნიკური, ენობრივი თუ სხვა უმცირესობების დისკრიმინაციაზე, ძალადობრივ რეპრესიებზე, დაპატიმრებებზე და ქალების დასჯაზე მხოლოდ იმის გამო რომ ისინი თავისუფალი შეკრების უფლებას ავლენდნენ. გაეროს რეზოლუციაში, ამას გარდა, მოყვანილია აზრის თავისუფლად გამოხატვის, მათ შორის მედიისა და პროფესიული კავშირების წინააღმდეგ არსებული დარღვევები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. გაეროს რეზოლუციაში კიდევ ერთხელ არის მოხმობილი წამების, არაადამიანური და სასტიკი სასჯელის შემთხვევები, მათ შორის ჩაქოლვა და ამპუტაცია, ისევე როგორც ირანის მთავრობის მიერ გასამართლების პროცესის სრული და სისტემატური დარღვევა. აშშ პრეზიდენტმა ბუშმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ როცა ირანელი მონარქი კიროს დიდი ირანელ ხალხს მიუძღოდა ორი ათასი წლის წინ, მან პირველად შეიმუშავა ადამიანის უფლებების პირველი დეკლარაცია. ბატონმა ბუშმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა მოუთმენლად ელის იმ დღეს როცა ირანელ ხალხს ის უფლებების ექნება, რომელსაც იგი იმსახურებს.