აშშ პრეზიდენტმა დაასრულა მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში, განაცხადა რა, რომ რეგიონის ქვეყნები მზად არიან ისრაელსა და პალესტინელებს დაეხმარონ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში. ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაკთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ იგი კვლავაც მიიღებს მონაწილეობას სამშვიდობო ინიციატივაში. პრეზიდენტმა მუბარაკმა კი აღნიშნა, რომ იგი მხარს უჭერს ისრაელ-პალესტინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას ერთი წლის განმავლობაში. ამ ფონზე, ამერიკამ მადლობა გადაუხადა ეგვიპტეს ლიბანის მთავრობისადმი გაწეული დახმარებისთვის, პრეზიდენტმა ბუშმა კი აღნიშნა, რომ ირანმა და სირიამ უნდა შეწყვიტონ ჩარევა ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჯორჯ ბუშმა ასევე გამოხატა იმედი, რომ ეგვიპტე გააგრძელებს დემოკრატიულ გარდაქმნებს. რაც შეეხება სიტუაციას ერაყში, ბატონმა ბუშძა აღნიშნა, რომ ოფიციალური ბაღდადი რა თქმა უნდა ყველაფერს საუკეთესოდ არ აკეთებს, თუმცა პროგრესი მაინც არსებობს პოლიტიკური შერიგების გზაზე.