თურქეთში ქალაქ დიარ ბაკირში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს.

თურქეთში ქალაქ დიარ ბაკირში განხორციელებულ ტერაქტში ეჭვმიტანილი ოთხი პირი დააკავეს. ამ ტერაქტში ხუთი კაცი დაიღუპა. ოფიციალური პირებიოს განცხადების თანახმად ავტომობილში დამონტაჟებული ნაღმი დისტანციური მართვის პულტით იქნა დეტონირებული, მაშინ როდესაც ამ ავტომობილს სამხედრო ავტობუსი გაუსწორდა. დაიჭრა ავტობუსში მყოფი 30-ი ჯარისკაცი.

მეხანძრეებმა მოახერხეს ხანძრის ლოკალიზება, რომელიც მოედო იქვე განლაგებული კერძო სკოლის სასტუმროს და სავაჭრო ცენტრის შენობებს. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ ტაიპ ერდოგანმა დაჰგმო ეს ტერაკტი. ჯერ-ჯერობით არავის უკისრია პასუხისმგებლობა აფეთქებისათვის, თუმც თურქეთის ძალოვანთა ეჭვის თანახმად ეს ტერაქტი ალბათ აკრძალული ქურთთა მუშათა პარტიის მიერ უნდა იყოს განხორციელებული.