რას პირდება ამომრჩეველს პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი

რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 დღე დარჩა და დღეს ჩვენი სტუმარია პრეზიდენტობის # 4 კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. გუშინ ყველა პოლიტიკურმა ძალამ ტაიმ-აუტი აიღო, დღეს კი უკვე კანდიდატთა საარჩევნო შტაბები ამოქმედდნენ. შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელიც ახალი წლის მოლოცვით დაიწყო, საქართველოს ყველა რეგიონი სათითაოდ ჩამოთვალა, ყველას ახალი წელი მიულოცა, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს. მათ დემოკრატიულ საქართველოში დაბრუნება უსურვა...

ლეიბორისტთა ლიდერი პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს ტელედებატებში იწვევს, მისივე თქმით 13 წლის განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე პასუხის გასაცემად.

არჩევნებამდე 2 დღით ადრე რა შენიშვნები აქვს შალვა ნათელაშვილს საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით ?! ამ კითხვაზე შალვა ნათელაშვილი პასუხობს, რომ ფაქტიურად საარჩევნო კამპანია კლასიკური გაგებით არ ჩატარებულა.. – „ ჩვენ გვებრძვის პრეზიდენტი, ოფიციალურად პოსტზე მყოფი, რომელიც ვითომ გადადგა : იღებს გადაწყვეტილებებს, იყენებს უზარმაზარ რესურსებს , სახელმწიფო ბიუჯეტს ტავისი გაპრეზიდენტებისთვის და ა.შ“. კითხვაზე რას ამბობენ აღნიშნულ გარემოებებზე საერთაშორისო დამკვირვებლები, ლეიბორისტთა ლიდერის განცხადებით ეუთომ ამ დღეებში შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც იგივეა აღნიშნული, რაზეც შალვა ნათელაშვილი საუბრობს.