მონსერატ კაბალიე თბილისში

გუშინ ოპერისა და ბალეტის დრამატულ თეატრში ცნობილმა სოპრანომ, მონსერატ კაბალიემ კონცერტი გამართა. კონცერტი საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა. კონცერტზე მონსერატ კაბალიესთან ერთად, მისი ქალიშვილი მონსერატ მარტიც მონაწილეობდა. ოპერის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორი ხოსე კოლადო ხელმძღვანელობდა. დასაწყისში აუდიტორიას საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე, ცნობილი ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე მიესალმა. ის შემოწირულობის ყუთით გამოვიდა სცენაზე, ამასთანავე ცალცალკე 20 ყუთი ჩამოატარეს და საბოლოო ჯამში, 17 ათასი ლარი და 7 ათასი დოლარი შეგროვდა. ეს თანხა ოჩამჩირელ გოგონას, ურთულესი პლასტიკური ოპერაციისათვის გადაეცემა. პაატა ბურჭულაძე მოგვახსენებს:

პაატა ბურჭულაძე – დიდი ხანია მოლაპარაკებულები ვართ ქალბატონ მონსერატთან, ხომ ხედავთ სიარულიც უჭირს, მაგრამ მაინც ჩამოვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ქველმოქმედია. ეს თანხა მოხმარდება ერთ ბავშვს, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობს და რომელსაც ძალიან მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული მთელ სხეულზე და უკანასკნელი 4 წლის მანძილზე, ძალიან დიდ ტკივილებს უძლებს.

- მე მიხარია რომ საქართველოში ჩამოვედი და ამ აქციაში ვიღებ მონაწილეობას. ქველმოქმედება რომ არ არსებობდეს, ალბათ სიმღერას თავს დავანებებდი” - განაცხადა მონსერატ კაბალიემ პრესკონფერენციაზე. ალბათ განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ქველმოქმედებას თან ისეთი მაღალი რანგის კონცერტი ახლავს, როგორიც გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას კონცერტის წინ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძეც მიესალმა.

ნინი ბურჯანაძემე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბატონ პაატას, იმისათვის, რომ მან ძალიან ბევრი მუსიკის მოყვარულის ოცნება შეასრულა და ასევე დიდი მადლობა იმისათვის, რომ პირადად თქვენ ასე შორს გაიტანეთ ქართული ნიჭი, ამავდროულად მადლობა იმ საქმისათვის, რასაც თქვნი საქველმოქმედო ფონდი და საქმიანობა ქვია.

-კონცერტი ნამდვილი დღესასწაული იყო კლასიკური მუსიკის თაყვანისმცემლებისათვის და თავად მუსიკოსებისათვის. მომღერალი მედეა ამირანაშვილი კონცერტის დაწყებამდე აცხადებდა.

მედეა ამირანაშვილიუდიდესი მომღერალი და მე ბედნიერი, რომ მე დღეს შანსი მაქვს მას მოვუსმინო. ეს არის ნამდვილი ზეიმი.

- ერთი სიტყვით გუშინ 14 დეკემბერს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ის დღესასწაული მოეწყო, რომელზე დასწრებას ყოველი დარბაზში მყოფი ნატრობდა. მონსერატ კაბალიე თბილისში, რომლის ხმა კლასიკური მუსიკის მოყვარულთათვის ერთერთი საუკეთესოა და რომელიც ფართო მსმენელისათვის ფრედი მერკურისთან ერთად შესრულებული სიმღერით არის ცნობილი.