ერაყში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ალყაიდას ეჭვმიტანილი წევრი

ერაყის დასავლეთით მდებარე ქალაქ ტარმიაში ალ-ყაიდას წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციის დროს ერაყში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა დააკავეს ალყაიდას ეჭვმიტანილი წევრი.

ამავე ოპერაციის დროს ამერიკის სამხედრო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს. დაიღუპა ერთი, ხოლო დაიჭრა სამი სამოქალაქო პირი.

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სინანული გამოხატეს ამ ინციდენტთან დაკავშირებით. მათ მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ორი გამაფრთხილებელი გასროლის მიუხედავად ავტომობილი სწრაფი სიჩქარით უახლოვდებოდა ჯარისკაცებს, რის გამოც ჯარისკაცები იძულებულები შეიქნენ ცეცხლი გაეხსნათ ავტომობილისთვის.

გასულ კვირას ერაყში ამერიკის სამხედრო ძალებმა მსგავსი ინციდენტის დროს მოკლეს 5 სამოქალაქო პირი. ამის ფონზე ქალაქ მოსულში 14 წლის შემდეგ ხელახლა გაიხსნა აეროპორტი და აღსდგა სავაჭრო დანიშნულების ფრენები.