ბერლინში ირ.ოქრუაშვილი დააკავეს

გერმანულ გაზეთ „ბერლინერ ცაითუნგში“ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ბერლინში დაკავებულია თავდაცვის ექს-მინისტრი ირ.ოქრუაშვილი. როგორც გაზეთი იუწყება ბერლინის პროკურატურამ ირ.ოქრუაშვილი ქართული მხარის თხოვნით დააკავა. კომენტარისთვის სახალხო მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, გოგა ხაინდრავას მივმართე, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ გერმანიის სამართალდამცავები გაითვალისწინებენ, რომ ირ.ოქრუაშვილი არის პოლიტიკური დევნილი, ასევე გაითვალისწინებენ საქართველოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას.. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ა.წ. 30.10 განმუხურის მოვლენებთან დაკავშირებით, კერძოდ საქმე აღიძრა განმუხურის მოვლენების ორგანიზატორის ალ.პავლუშკოს წინააღმდეგ, რომელიც განმუხურის მოვლენებისას რუსეთის სამშვიდობოების სარდლის ს.ჩაბანის ბრძანებებს ასრულებდა. თავად რუსეთის სამშვიდობოების სარდალს ასტანაში მიმდინარე დსთ-ს თავდაცვის მინისტრების საბჭოს სამიტზე უფლებამოსილება გაუგრძელეს, სამიტმა ჩაბანის მუშაობა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში დადებითად შეაფასა, თუმცა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩაბანის მანდატი სამიტმა დროებით გააგრძელა, რადგან უახლოეს მომავალში ქართული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით მათ ახალი კანდიდატურა უნდა შეარჩიონ. კომენტარისთვის აღნიშნულ საკითხებზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრს კობა ხაბაზს მივმართე, რომელიც ამბობს, რომ ქართული მხარე მიაღწევს, რომ მისი ინტერესები დაცული იყოს... ახალი პრემიერის მოსვლით მ.წ. ბიუჯეტში კანონმდებლებმა შესწორებები და ცვლილებები უნდა შეიტანონ. ეს ცვლილებები უკლებლივ ყველა სფეროს ეხება, ვინაიდან ლადო გურგენიძის განცხადებით გადასახედია ქვეყნის ცხოვრების სოციალური მხარე. ფინანსთა სამინისტრო იუწყება, რომ ბიუჯეტის შემოსავალი 3 მილ ლარით იზრდება, თუმცა ხარჯების მოცულობა არ შეიცვლება, მაგრამ გარკვეული ცვლილება ხარჯვით ნაწილსაც შეეხება . 5.01. საპრეზიდენტო არჩევნების გამო თითქმის 21 მილ.ლარით იზრდება ცსკ-ოს დაფინანსება. დეკემბრიდან გათვალისწინებული საპენსიო მატებაც ბიუჯეტის შიდა რესურსების ხარჯზე მოხდება. რამდენად შეეხება აღნიშნული ცვლილებები ქვექნის თავდაცვას ? - ამ კითხვაზე კ.ხაბაზი პასუხობს, რომ თავდაცვის სისტემას ცვლილებები ბიუჯეტში ნაკლებად შეეხება, ვინაიდან ქართული ჯარი ნატოს სტანდარტებს უნდა პასუხობდეს !.