ერაყის პოლიციის განცხადებით, დღეს, ბაღდადში, ცხოველების ბაზრის ტერიტორიაზე ბომბის აფეთქების შედეგად დაახლოებით 13 ადამიანი დაიღუპა.
დაიჭრა დაახლოებით 40 ადამიანი, მათ შორის 4 პოლიციელი.
იგივე ბაზრის ტერიტორიაზე წელს უკვე ჰქონდა ადგილი აფეთქებას.
ბაღდადში დღევანდელი აფეთქება ერაყში ტერაქტების კლების ფონზე მოხდა.
ამ ფონზე, პოლონეთის პრემიერ მინისტრი დონალდ ტასკი აცხადებს, რომ პოლონეთი ერაყში დისლოცირებული ჯარების მთელ შემადგენლობაში 2008 წლისთვის გაიყვანს. პოლონეთს იქ 900მდე ჯარისკაცი ჰყავს გაგზავნილი.