პაკისტანის უზენაესი სასამართლო პრეზიდენტ მუშარაფის პოსტზე ხელმეორედ არჩევის ხელის შემშლელი პირობების არსებობას უარყოფს.

ოფიციალურად განცხადებული ინფორმაციის თანახმად, პაკისტანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ პრეზიდენტ მუშარაფის პოსტზე ხელმეორედ არჩევის ხელის შემშლელი ექვსი პირობიდან ხუთი უკვე აღარ არსებობს. დღეს პაკისტანის გენერალურმა პროკურორმა მოჰამად ყაიუმმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მეექვსე პირობის საკითხი მომავალ ხუთშაბათს გაირკვევა. პრეზიდენტმა მუშარაფმა 3 ნოემბერს პაკისტანში საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან ერთად, უზენაესი სასამართლოდან მისთვის არახელსაყრელი მოსამართლეებიც დაითხოვა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ გასულ ოქტომბერს ფერვეზ მუშარაფის პრეზიდენტის პოსტზე განმეორებით არჩევა უკანონობაა, რადგანაც მუშარაფს პარალელურად ქვეყნის არმიის მხედართმთავრის თანამდებობაც უკავია. გენერალმა მუშარაფმა განაცხადა, რომ იგი მხედართმთავრის თანამდებობიდან იმ შემთხვევაში გადადგება თუ ეს მის პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევას შეუწყობს ხელს. ოფიციალური ინფორმაციით, დღეს დილით მუშარაფმა საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად რვა იანვრი დაასახელა. თუმცა არ დაუკონკრეტებია ის გუქმდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ამ დროისთვის. ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბენაზირ ბჰუტო აცხადებს, რომ მან შეიძლება ბოიკოტით უპასუხოს ამ არჩევნებს.