რუსეთის ცნობით, დათქმულ ვადამდე ერთი თვით ადრე საქართველო დატოვა ბოლო რუსმა ჯარისკაცმა. სამხედრო ეშელონი, რომელშიც 150 რუსი ჯარისკაცი და სამხედრო აღჭურვილობა იყო ბათუმიდან გუშინ სომხეთის მიმართულები გაემგზავრა. საქართველოში ამით მთავრდება რუსეთის ორ საუკუნოვანი სამხედრო ყოფნა, თუმც რუსეთი მშვიდობიმსყოფელებს ტოვებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის ჯარებს ბრალი დასდო სეპარატისტული მოძრაობების ხელშეწყობასა და წაქეზებაში. სააკაშვილის აზრით, რუსი სამშვიდობოები იქ გაეროს ძალებმა უნდა ჩაანაცვლონ.