ავღანეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებაში სამი ადამიანი დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ავღანეთში კამიკაძე ტერორისტის მიერ ჰელმანდის პროვინციაში განხორციელებულ აფეთქებაში სამი ადამიანი დაიჭრა. აფეთქება კოალიციის სამხედრო კოლონის შორიახლოს მოხდა. ასევე დღეს კოალიციის ძალების ერთი მებრძოლი, გუშინ კაპისას პროვინციაში ბრძოლისას მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. მათზე განხორციელებულ თავდასხმაში, ნატოს ალიანსის ექვსი და სამი ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს ყველაზე მძიმე ზარალია მათ შორის, რაც კი ალიანსის ძალებმა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განიცადეს.