კალიფორნიის შტატის სამხრეთში, გვალვისა და ქარიანი ამინდის მიერ გამოწვეული ხანძრების გამო 500 ათასი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.
ცეცხლმა 1500 საცხოვრებელი სახლი და შენობა გაანადგურა და ლოს ანჯელესიდან მექსიკის საზღვრამდე გადაწვა 120 ათასი ჰექტარი მიწა.
შტატის გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა განაცხადა, რომ სულ ცოტა 68 000 სახლი რისკის ზონაში რჩება და რომ სტიქიას 6000 მეხანძრე ებრძვის. შტატის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძარმა სრულად გამოფიტა ადგილობრიგვი რესურსები.
ქალაქ სან დიეგოში 300 000 სახლის მესაკუთრეს ევაკუაცია უბრძანეს. ეს კი დაახლოებით 500-დან 900 ათასამდე ადამიანს გულისხმობს. ათასობით ადამიანი კი ფეხბურთის ადგილობრივ მოედნებს აფარებს თავს.
სტიქიის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ხანდაზმული ადამიანი, რომლებიც ევაკუაციის დროს დაიღუპნენ.