შეერთებული შტატები ბატონ ერდოგანს მოთმინებისკენ მოუწოდებს

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯიბ ტაიპ ერდოგანმა ამერიკელებს გადამწყვეტი მოქმედებისკენ მოუწოდა ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც ერაყის ჩრდილოეთ რაიონებიდან ანხორციელებენ შეტევებს თურქეთის ტერიტორიაზე.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან სატელეფონო საუბრის დროს კონდოლიზა რაისმა ბატონ ერდოგანს მოთმინებისკენ მოუწოდა და პრობლემის მოგვარებას შეპირდა.

კვირას ქურთისტანის მუშათა პარტიის მეომრებმა 12 თურქი ჯარისკაცი მოკლეს ჰაქარის პროვინციაში, ამის საპასუხოდ თურქმა სამხედროებმა 32 მეამბოხე გაანადგურეს. ქურთისტანის მუშათა პარტიის განცხადებით მათ 8 თურქი ჯარისკაცი დაატყვევეს.

დღეს სტამბულში ორი ათასი კაცი გამოვიდა ქუჩაში ქურთისტანის მუშათა პარტიის წინაარმდეგ. დემონსტრანტები თურქეთის პრემიერ-მინისტრისგან სამხედრო მოქმედებების დაწყებას მოითხოვდნენ.