აშშ თავდაცვის მინისტრი კიევში იმყოფება

რობერტ გეითსი უკრაინაში იმყოფება.

დღეს, კიევში გამართული შეხვედრების წინ, გეითსმა განაცხადა, რომ თურქ კოლეგას ვეჩდი გიონულს მოუწოდებს ჩრდილოეთ ერაყში საზღვრის გადაკვეთისგან შეიკავოს თავი. ამ რეგიონში ბოლოს მომხდარ თავდასხმებში მეამბოხეები არიან ეჭვმიტანილები. საზღვრის გასწვრივ მომხდარ ბრძოლებში ათობით თურქი ჯარისკაცი დაიღუპა.

ამ ფონზე გეითსი აცხადებს, რომ თურქეთის მხრიდან ნებისმიერი სამხედრო მოქმედება ერაყის ჩრდილოეთში, კიდევ უფრო გაამწვავებს იქ არსებულ სიტუაციას. აშშ თავდაცვის მინისტრმა დასძინა, რომ თუ სადაზვერვო ინფორმაცია ამის საშუალებას უზრუნველყოფს, მაშინ ამერიკისა და ერაყის ძალები თურქეთის საზღვართან დაბანაკებული ქურთი მეამბოხეების წინააღმდეგ გაილაშქრებენ.

გასულ კვირას რობერტ გეითსი ნატოს ქვყნების თავდაცვის მინისტრებს შეხვდა და იგი მათ ნატოს დახმარების აუცილებლობაზე ესაუბრა ავღანეთის სამხედრო და პოლიციის ძალებს გაუწიონ ტრეინინგი.