ალი ლარიჯანი გადადგა თანამდებობიდან

ირანის ხელსიუფლების განცხადებით ამ ქვეყნის წარმომადგენელი თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებზე ალი ლარიჯანი გადადგა თანამდებობიდან.

ირანის ახალი ამბების სააგენტოს ცნობით ალი ლარიჯანიმ რამდენჯერმე მიმართა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს ამგვარი თხოვნით, რომელიც საბოლოოდ დაკმაყოფილდა კიდეც.

ამ კვირის დასაწყისში თავად ბატონი ლარიჯანი რომში ხავიერ სოლანასთან დაგეგმილ მოლაპარაკებაზე ლაპარაკობდა. ირანის ხელისუფლების წარმომადგენელის ღოლამ ჰუსეინ ელჰამის განცხადებით ამ თანამდებობაზე ირანელ დიპლომატს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საიდ ჯაჰილი შეცვლის.