სამხრეთ კორეის ლიდერმა ნო მუ ჰიენმა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოს მეთაურმა კიმ ჩინ ირმა მთელ რიგ ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი. დღეს გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია კორეული სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ იღვაწონ სამშვიდობი ხელშეკრულებაზე რომელმაც უნდა შეცვალოს დაზავების ხელშეკრულება რომლითაც კორეის ომი შეჩერდა მხარეებმა განაცხადეს რომ მჭიდროდ ითანამშრომლებენ დაძაბულობის განელების შაქმეში. მიღწეულია შეთანხმება ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეულ სახელმწიფოებს შორის მოალაპარაკებაში ჩინეთის და შეერთებული შტატების ჩართვის შესახებ.
როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტი წარმომადგენელმა განაცხადა ამას გარდა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ფხენიანის მიერ ყველა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ:
სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე იმ ორი ხელშეკრულების პრაქტიკულად განხორციელებაზე რომლებბიც მიღებულ იქნა მრავალმხრივ მოლაპარაკებაზე ბირთვულ საკითხში და რომლითაც უნდა მოგვარდეს ბირთვული საკითხი კორეულ ნახევარკუნძულზე.
როგორც სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ ეს პირველი შემთხვევაა როდესაც კიმ ჩინირი პირადად აწერს ხელს დოკუმენტს რომელიც ბირთვული პროგრამების შეწყვეტას ეხება. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გულისხმობს სამხრეთსა და ჩრდილოეთს შორის სატვირთო მატარებლების რეგულარული მოძრაობის დაწყებას. ისევე როგორც ერთობლივი ტურისტული ცენტრის შექმნას ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ჩინეთის საზღვართან. ლიდერები შეთანხმდენენ მომავალში მაღალი და უმაღლესი დონის შეხვედრების უფრო ხშირად ჩატარების შესახებ. შეიქმნება სპეციალური ერთობლივი კომისია რომელიც იღვაწებს რათა ფხენიანის ბირთვული პროგრამები ამაწლის მიწურულისათვის შეჩერდეს. ეს უმაღლესი დონის შეხვედრა მეორეა მას შემდეგ რაც კორეის ომი დასრულდა.