დააკავეს საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. პროკურორების განცხადებით, იგი ფულის გმაოძალვაში, ფულის გათეთრებასა და ძალაუფლების გადაჭარბებაშია ეჭვმიტანილი. ოქრუაშვილის მომხრეები აცხადებენ, რომ პოლიცია ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოფისში შეიჭრა და იგი დააპატიმრა. ტელეარხმა “იმედმა” გადასცა, რომ ამ დროს ოქრუაშვილის ოფისში ჟურნალისტები გადაღებას აწარმოებდნენ. მათ ამ დროს პოლიციამ კამერა და ფირი ჩამოართვა. ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას პარასკევს საყოველთაო პროტესტებისკენ მოუწოდებენ.