პაკისტანის პოლიციამ, ქვეყნის დედაქალაქში ისლამაბადში ათზე მეტი პოლიტიკური აქტივისტი დააკავა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს შენობის წინ გამართულ დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღებისათვის. უზენაესმა სასამართლომ პრეზიდენტს ფერვეზ მუშარაფს მის წინაარმდეგ რამდენიმე ბრალდებიდან ორი დღეს მოუხსნა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მოელიან. ბრალდებები პრეზიდენტის არჩევის საკითხს ეხება. პაკისტანის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 6 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი. სულ ახლახანს პაკისტანსი რამდენიმე ათეული პოლიტიკური აქტივისტი დააკავეს. დაკავებულთა შორის პაკისტანის მუსლიმთა ლიგის პარტიის თავკაცი ჯავედ ჰაშმი და ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი რაჯა ზაფარ ულ-ჰაკიც არიან. შეერთებული შტატების საელჩომ ისლამაბადში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც სერიოზული შეშფოთებაა გამოხატული პაკისტანში არსებული ქვეყნის მთავარი პოლიტიკური პარტიების თავკაცების დაპატიმრების გამო. საელჩოს განცხადებაში ნატქვამია, რომ დაკავებულები დაუყონებლივ უნდა გაათავისუფლონ. შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენდის პუტნამი პაკისტანის ინფორმაციისა და მაუწყებლობის მინისტრს მუჰამად ალი დურანის შეხვდა. ქალბატონმა პუტნამმა ყურადღება გაამახვილა იმ ჟურნალისტებზე, რომლებსაც 10 სექტემბერს ისლამაბადის აეროპორტში არსებული სიტუაციის გაშუქების დროს სეურაცხყოფა მიაყენეს. 14 სექტემბერს სამხრეთ აზიის ახალი ამბების სააგენტოს რედაქტორის თოთხმეტი წლის შვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე და ტელეარხ დაუნ ტი ვის ჯურნალისტის 15 ტ სექტემბერს მომხდარი გატაცებისა და დაკითხვის ფაქტზე. ქალბატონმა პუტნამმა, პაკისტანის ხელისუფალთ, ჟურნალისტებისათვის უხიფათო და ნორმალური სამუშაო პირობების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ტომ კეისის თქმით, შეერთებული შტატების პაკისტანსი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას უჭერს მხარს: „ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პაკისტანში პოლიტიკური პროცესია დაწყებული, მაგრამ ეს პროცესი პაკისტანის კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებში უნდა მიმდიდინარეობდეს. სწორედ ამას ვუჭერთ ჩვენ მხარს და პაკისტანს საკუთარი კანონების დაცვისკენ მოვუწოდებთ”. არნისნა ბატონმა კეისიმ. შეერთებული შტატების ელჩმა პაკისტანსი ენ პატერსონმა განაცხადა, რომ ამერიკა მხარს კონკრეტულ კანდიდატებსა და პარტიებს კი არ უჭერს, არამედ ისეთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც პაკისტანის ხალხის არჩევანს სცემს პატივს.