პრეზიდენტი ბუში აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ბირმის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს

დღეს გაეროს გენერელური ასამბლეის ტრიბუნიდან გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ბირმის წინააღმდეგ ახალ სანქციებს შემოიღებს. მან აგრეთვე კუბის, სუდანისა და ზიმბაბვეს რეჟიმებიც გააკრიტიკა.

ბატონმა ბუშმა თქვა, რომ ამერიკა ბირმის ლიდერებისათვის ვიზების გაცემის აკრძალავის ვადის გაგრძელებისა და ეკონომიკური სანქციების გამკაცრებას აპირებს. მან სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა ბირმის სამხედრო რეჟიმზე ერთიანი ზეწოლის განხორციელებისკენ.

პრეზიდენტის მიერ ჰავანის კრიტიკას, კუბის დელეგაციის რამდენიმე წევრმა დარბაზის დატოვებით უპასუხა.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მსოფლიოს ლიდერებს გაეროს სტრუქტურებში ჩასატარებელი ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

დღეს გაეროს გენეალური ასამბლეის გახსნაზე ბატონმა ბანმა მასობრივი მოსპობის იარაღის შემცირებიდან გლობალურ დათბობამდე დაასახელა ის ძირითადი პრობლემები, რომლებიც წინაშეც ორგანიზაცია დგას.