პრეზიდენტი ბუში შეერთებული შტატების დასაცავად გამიზნულ აქტს იცავს

19 სექტემბერს პრეზიდენტმა ბუშმა შეერთებული შტატების კონგრესს ქვეყნის დასაცავად გამიზნული კანონის მუდმივ მოქმედებაში მოყვანა შესთავაზა. ბატონი ბუში ეროვნული უშიშროების სააგენტოში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს ესაუბრა:

„ამ კანონის გარეშე შეუძლებელი იქნება იმის გაგება თუ რას ფიქრობენ, როგორ წვრთნას გადიან, როგორ ითრევენ საქმეში მოხალისეებს და რა გზებით აღწევენ ისინი შეერთებულ შტატებში. ამ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო დაუცველი გახდება”. სთქვა პრეზიდენტმა.

თითქმის ოცდაატი წლის წინ შექმნილი კანონის ძალით საიდუმლო სადაზვცერვო სასამართლოა შექმნილი. ეს სასამართლო ამერიკაშიც და ქვეყნის ფარგლებს გარეთაც მიყურადების უფლებას გასცემს. კანონის მოქმედების ვადა მომავალი წლის პირველ თებერვალს გადის.

შეერთებული შტატების დასაცავად გამიზნული ეს კანონი, მთავრობას ორდერის გარეშე აძლევს უცხოელის მიყურადების უფლებასაც.

ადამიანის უფლებების ქომქგთა ორგანიზაციები და დემოკრატიული პარტიის მრავალი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ ეს კანონი ძალზე ადამიანის ძალზე ბევრ უფლებას ზღუდავს:

„პირადი ცხოვრების შეუვალობის უფლება ძალზე მნიშვნელოვანი რამაა, რომ იგი ნაუცბათევად გავწიროთ საკონგრესო მოსმენაზე. და ახლა სწორედ ეს ხდება”. აღნიშნა დემოკრატმა კონგრესმენმა ჯონ კონიერსმა.

პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ აქტის შეზრუდვამ ამერიკას ზარალი მიაყენა. შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის უწყების დირექტორიმაიკ მაკკონელი ამბობს, რომ შეერთებული შტატების დასაცავად გამიზნული კანონი უფლებას აძლევს მთავრობას ამერიკის ტერიტორიაზე მათი ელექტრონული ფოსტა შეამოწმოს და სატელეფონო საუბრებს მოუსმინოს, ვინც ტერორისტულ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი.

კონგრესმენმა კონიერსმა სწორედ ამერიკელთა მიყურადების შესახებ დაუსვა კითხვა ბატონ მაკკონელს. მას აინტერესებდა თუ ამერიკის რამდენ მოქალაქეს უსმენენ სასამართლო ორდერის გარეშე.

მაკკონელმა უოასუხა, რომ არცერთს.

თეთრ სახლს სურს, რომ აქტი არა მხოლოდ მუდმივმოქმედი გახდეს, არამედ იმ კომპანიებს, რომლებმაც 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ ინფორმაციის მოპოვებაში ხელი შეუწყეს მთავრობას, იმუნიტეტი იცავდეს.