ირანი უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთის მიმართ

თეირანმა დაგმო საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება ირანის ბირთვული ამბიციის ჩასახშობად ომის შესაძლებლობის თაობაზე.

ირანული საინფორმაციო სააგენტოს, ირნას სარედაქციო წერილში თეირანი საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზის ირანისადმი დამოკიდებულებაში ვაშინგტონის პოზიციის გაზიარებაში სდებს ბრალს.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერდანრდ კუშნერი აცხადებს რომ აუცილებელია ირანთან მოლაპარაკების წარმოება, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში არ გამორიცხა ომის შესაძლებლობაც.

გაეროს ბირთვული უწყების ინსპექტორები ამ კვირას ვენაში გამართულ კონფერენციაზე სწორედ ირანის ბირთვული ამბიციის შესახებ იმსჯელებენ.

დღეს დაიწყო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ოფიციალური შეხვედრები. ამის ფონზე შეერთებული შტატები და მისი მოკავშირე ქვეყნები თეირანის მხრიდან ურანის გამდიდრების პროცესის შეწყვეტის უარყოფის საპასუხოდ გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ირანის მიმართ სანქციების მესამე ჯერის დაწებას მოითხოვენ.