-“ერაყში ყველა დასახული ამოცანა მიღწეულია. აქედან გამომდინარე ამერიკას შეუძლია დაიწყოს მისი სამხედრო კონტინგენტის განსაზღვრული რაოდენობით გაყვანა ერაყიდან”- განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა გუშინ საღამოს ტელევიზიით გაკეთებულ სატელევიზიო მიმართვაში.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა იგი გენერალ დეივიდ პეტრეუსის მიერ გაკეთებული რეკომენდაციების შესაბამისად უკვე ამა წლის დეკემბერში სამშობლოს დააბრუნებს ხუთი ათას შვიდას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს. პრეზიდენტმა ბუშმა აგრეთვე დაამტკიცა ამერიკული საბრძოლო ბრიგადების ივლისისათვის 20-იდან 15-მდე შემცირება. ამის შედეგად ერაყში ამერიკული შეიარაღებული ძალები 130 000-მდე შემცირდება. ანუ ფაქტობრივად იმ დონემდე, რომელზეც ამერიკული ძალები იყო წელს დამატებით 30 000 სამხედრო მოსამსახურის ერაყში გადასროლამდე.
-”ამერიკელებს სურთ, რომ დაცული იქნას ამერიკის უშიშროება და ის რომ ჩვენი ჯარისკაცები ერაყიდან სამშობლოს დაბრუნდნენ, მაგრამ აზრთა უთანხმოებას აქვს ადგილი ჩვენთან, მათ შორის ვისაც სჯერა, რომ ამერიკის უშიშროება პირდაპირპროპორციულად არის დაკავშირებული ერაყში ჩვენს წარმატებასთან და მათ შორის ვინც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების სამშობლოს სასწრაფოდ დაბრუნებას ითხოვს. იქიდან გამომდინარე, რომ მიღწეულია განსაზღვრული წინსვლა ერაყში ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენი ჯარების ერაყიდან ეტაპობრივი გაყვანა” - აღიშნა პრეზიდენტმა ბუშმა.
პრეზიდენტმა ფაქტობრივად გაიმეორა გენერალ პეტრეუსის განცხადება იმის თაობაზე, რომ ალ ანბარის პროვინციაში ადგილობრივ სუნიტთა ლიდერები შეუერთდნენ კოალიციურ ძალებს მათ ბრძოლაში ალყაიდას წინააღმდეგ. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უშიშროება მჭიდროდაა დაკავშირებული ერაყში წარმატებასთან.
-”თუ ერაყის ახალგაზრდა დემოკრატიამ შესძლო მტრის დამარცხება, ეს იმას ნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახება. ამერიკის უშიშროება კი კიდევ უფრო განმტკიცდება. ჩვენი მოკავშირე ერაყი ამერიკის იმედადაა, ამიტომ ჩვენი მორალური და სტრატეგიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ჩვენ კვლავაც უნდა გაუწიოთ დახმარება ერაყს მათ დამარხცებაში, ვინც საფრთხეს უქმნის არა მარტო ერაყის არამედ ჩვენს მომავალსაც.”
მრვალ ამერიკელ კანონმდებელს ეჭვი აქვს იმის თაობაზე, რომ ერაყი მარტო შესძლებს გაუმკლავდნენ მტრებს მას შემდეგ, რაც ამერიკული სამხედრო ძალები დასტოვებენ ერაყს.
დემოკრატთა რეაქციის სახით ბუშის გამოსვლაზე დემოკრატმა სენატორმა ჯეკ რიდმა, რომელიც წარსულში აშშ-ის სამხედრო სადესანტო ნაწილებში მსახურობდა განაცხადა, რომ ამერიკამ უნდა შესცვალოს მისი პოლიტიკა ერაყში. მან კერძოდ თქვა:
-” ჩვენ უნდა შევიმუშაოდ გეგმა ერაყში ჩვენი სამხედრო ძალების სწრაფად შემცირების თაობაზე. ჩვენი გეგმა ვეღარ ამოშლის იმ შეცდომებს, რომლებიც დაშვებულ იქნა უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, თუმც იმედია ეს გეგმა უკეთესი მომავლის იმედის საწინდარი იქნება.”
პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გენერალ პეტრეუსსა და აშშ-ის ელჩს ერაყში რაიან კროკერს დაავალა კიდევ ერთი ანგარიშის შემუშავება ერაყის თაობაზე, რათა ეს ანგარიში მარტის თვეში კონგრესს გადასცენ.