აშშ-ს სამუშაო ვიზიტით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ეწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებს სამუშაო ვიზიტით 9 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მდივანთან რობერთ გეითსთან.

ბატონი გელა ბეჟუაშვილი შეხვდა ვიცე-პრეზიდენტის ოფისისა და სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებს, აგრეთვე აშშ-ის ადმინისტრაციის, ვაშინგტონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო წრეებისა და მას-მედიის წარმომადგენლებს.გუშინ ბრუკინგის ინსტიტუტში ბატონი ბეჟუაშვილის ვიზიტთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა. მინისტრმა განაცხადა რომ საქართველოს პოლიტიკური წინსვლისა და კონფლიქტურ ზონების მშვიდობიანი მოგვარებისთვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელია ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების ჩაბმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ გელა ბეჟუაშვილთან, ბრუკინგის ინსტიტუტის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის დირექტორთან და ამ პრესკონფრენეციის მასპინძელთან, დენიელ ბენჯამინთან, და აშშ-ს ყოფილ ელჩთან რიჩარდ მაილსთან

ბრუკინგის ინსტიტუტის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის დირექტორსა და ამ პრესკონფრენეციის მასპინძელს, დენიელ ბენჯამინს ბატონი ბეჟუაშვილის შეერთებულ შტატებში ვიზიტის შესახებ გავესაუბრეთ:

საქართველო შეერთებული შტატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა , ვაშინგტონი მასზე ერთგულ და ხელგაშლილ მეგობარს ვერ ინატრებდა, და მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ფაქტორები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ბატონი გელა ბეჟუაშვილის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეიტსთან შეხვედრისას. . სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს რომ ბუშის ადმინისტრაცია უმეტეს შემთხვევაში უყურადღებოდ ეპყრობა ამა თუ იმ ქვეყნის მიერ გაწეულ დახმარებას, მაგრამ საქართველოს შემთხვევაში იმედი მაქვს რომ შერერთებული შტატების მთავრობა ყურადღებით მოეკიდება საქართველოს წინსვლისთვის მნიშვნელოვან საკითხებს.

ჩვენს შეკითხვაზე რა რეაქცია მოახდინა შეერთებულმა შტატებმა 6 აგვისტოს ინციდენტზე მან გვიპასუხა:

რთულია ურჩიო საქართველოს მთავრობას რა ხეხრხს უნდა მიმართოს 6 აგვისტოს ინციდენტტან დაკავშირებით, მაგრამ ვაშინგტონს ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებია, თუმცა ძალიან რთულია დეტალების ამომწურავად გარკვევა, როდესაც რუსეთი უარყოფს სოფელ წითელუბნის დაბობმბვაში რაიმე სახის მონაწილეობას. ამავე დროს რუსეთის ასეთი დამოკიდებულება ინციდენტის მიმართ მისი შემაშფოთებელი პოლიტიკის შესახებ მეტყველებს.

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ აშშ-ს ყოფილ ელჩი რიჩარდ მაილსს. მისი თქმით:

მიუხედავად იმისა რომ ორ მოკავშირე ქვეყენას შორის ოფიციალური ვიზიტები ყოველთვის სასარგებლოა და პოზიტიური შედეგების მოტანა შეუძლია, დიდი გარდაქმნებს მაინც არ უნდა ველოდოთ.

დღეს სრულდება ბატონი გელა ბეჟუაშვილის ვიზიტი შეერთებულ შტატებში.