წელს ავღანეთი რვა ათას ტონაზე მეტ ოპიუმს აწარმოებს

წელს ავღანეთი რვა ათას ტონაზე მეტ ოპიუმს აწარმოებს

<!-- IMAGE -->

გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან მებრძოლი სააგენტოს მონაცემების თანახმად, წელს ავღანეთი რვა ათას ტონაზე მეტ ოპიუმს აწარმოებს, რაც შარშანდელ მოსავალს ერთი მესამედით აღემატება.

ომი და ძალადობა ქვეყანაში უკანონობის გავრცელებას უწყობს ხელს და ავღანეთის შემთხვევაში ეს ოპიუმის ნათესების გავრცელებაში გამოიხატება. ამბობს სააგენტოს დირექტორი ანტონიო მარია კოსტა.

ავღანეთში ოპიუმის პლანტაციები ას ოთხოცდაათ ათას ჰექტარ მიწას მოიცავს. პლანტაციების უმეტესობა ქვეყნის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მდებარეობს. ყველაზე დიდი რაოდენობის ოპიუმი თალიბების აქტიურობით გამორჩეულ ჰელმანდის პროვინციაში მოჰყავთ. თუმცა გაეროს ნარკოტიკებთან და დანაშაულთან მებრძოლი სააგენტოს მონაცემებით, ავღანეთის ჩრდილო და სამხრეთ პროვინციებში ოპიუმი საერთოდ ალაგმულია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის ტომ კეისის თქმით:

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ იქ სადაც უშიშროების ზომები მიღებულია და სადაც დახმარება ეწევათ, იქ ყაყაჩოს თესვა მცირდება. წელს ოპიუმის ყაყაჩო შედარებით შარშანდელ ექვსთან, ავღანეთის ცამეტ პროვინციაში აილაგმა. სადღეისოდ ოპიუმის ყაყაჩოც თესვა ავღანეთის ოცდატოთხმეტ პროვინციაში აღარ ხდება. ანუ ამ მხრივ პოზიტიური ცვლილება აშკარაა. სთქვა პრესმდივანმა.

„არასტაბილურობასა დაყაყაჩოს თესვას შორის პირდაპირი კავშირი აღინიშნება. გააგრძელა ბატონმა კეისიმ. „იქ სადაც თალიბები აქტიურად მოქმედებენ და არეულობაა, სადაც ქვეყნის ხელისუფლება და ჩვენ არასაკმარის ძალისხმიერებას ვიჩენთ ადგილობრივი მოსახლეობისათვის ეკონომიკური დახმარების გასაწევად ოპიუმის წარმოებაც იზრდება”. დაასრულა პრესმდივანმა.

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ამბობს, რომ ნარკოტიკები დიდ მის ქვეყანას დიდ პრობლემებს უქმნის:

„ავღანეთი ამ სენთან საბრძოლველად მზადაა იმიტომ, რომ ეს ბოროტება თავიდან ჯერ ჩვენ გვავნებს და შემდეგ კი მთელს მსოფლიოს. თუმცა ბრძოლა დიდ ხანს გასტანს”. აღნიშნა ბატონმა კარზაიმ.

შეერთებული შტატების ელჩმა ავღანეთში ბილ ვუდმა სთქვა, რომ ნარკოტიკები იმ კიბოს წააგავს, რომელიც აუცილებლად უნდა ამოიკვეთოს. მისი თქმით შეერთებული შტატები წელს ნარკობიზნესის წინააღმდეგ უფრო შედეგიანი ბრძოლის განსახორციებლად, ავღანეთისათვის აქტიური დახმარების აღმოჩენას აპირებს.