მსოფლიოში ინფექციური დაავადებების გავრცელების ტემპები იზრდება, აცხადებს  მსოფლიო ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაცია

მის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ნათქვამია რომ ინფექციური დაავადებების მსოფლიოში გავრცელების მასშტაბების გამო სულ უფრო რთული ხდება მათი მკურნალობა. ანგარიშის ავტორთა თანახმად მეოცე საუკუნის 70-ანი წლებიდან მოყოლებული დღემდე ყოველ წელს ერთი ან ორი ახალი დაავადება ფიქსირდება. “ინფექციური დაავადებების გავრცელების ეს ტემპები უპრეცედენტოა”. ნათქვამია დოკუმენტში.

ამას გარდა იქვე აღნიშნულია რომ სულ უფრო რთულდება ჭლექის მკურნალობა რადგანაც მუტაციით ჩნდება ამ დაავადების გამომწვევი ბაქტერიის ახალი სახეობები, რომელთა წინააღმდეგ დღეს არსებული სამედიცინო პრეპარატები უძლურია. მსოფლიოში ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციას მიაჩნია რომ ინფექციური დავადებების გავრცელების გაფართოება ბოლო 50 წლის განმავლობაში საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის გაზრდამ გამოიწვია.