ქალაქ კანზასში პრეზიდენი ბუში სიტყვით გამოდის

დღეს ქალაქ კანზასში პრეზიდენტმა ბუშმა სიტყვით უნდა მიმართოს ამერიკელ სამხედრო ვეტერანთა ყრილობას.

თეთრი სახლის განცხადების თანახმად პრეზიდენტი ბუში თავის სიტყვაში ამერიკელებს მოუწოდებს მოთმინება გამოავლინონ ერაყის ომის პრობლემასთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის მიერ პრეზიდენტის სიტყვიდან გამოქვეყნებული განსაზღვრული ამონარიდების თანახმად აშშ-ის პრეზიდენტი ერაყის ომს ადარებს აზიის ქვეყნებში იმ კონფლიქტებს რომლებშიც შეერთებული შტატები იყო ჩართული.

იგი ისლამისტ ექსტრემისტებს მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელ მილიტარისტებს ადარებს, ისევე როგორც კომუნისტებს კორეაში და ვიეტნამში ცივი ომის დროს.

პრეზიდენტს მიაჩნია რომ სწორედ ამერიკის მოთმინებამ აზიაში ნაყოფად გამოიღო ის რომ, ადგილი აქვს დემოკრატიულ გარდაქმნებს. კანადის უმაღლესი დონის შეხვედრაზე პრეზიდენტმა ბუშმა აღიარა ის რომ გაუცრუვდა იმედები ერაყის პრემიერ მინისტრ ნური ალ მალიკის მთავრობის მიმართ.

დემოკრატმა სენატორმა კარლ ლევინმა და ერაყში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რაიან კროკერმა გააკრიტიკეს მალიკის მთავრობა და განაცხადეს რომ პრაქტიკულად ჩაიფუშა ძალისხმევა მიეღწიათ მორიგებისათვის ურთიერთდაპირისპირებულ ერაყულ ფრაქციებს შორის.

მალიკიმ დღეს სირიაში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა რომ არ ეთანხმება მის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას და რომ არავის შეუძლია იწინასწარმეტყველოს ის თუ როდის შეიძლება იქნას მიღწეული წინსვლა ამათუიმ საკითხში.

კროკერი და ერაყში ამერიკული სამხედრო კონტინგენტის მეთაური, გენერალი დეივიდ პეტრეუსი სექტემბერში ბრიფინგს ჩაუტარებენ კონგრესს ერაყის ომის ირგვლივ.