თუ ბუშის ადმინისტრაციამ ეს ნაბიჯი მართლაც გადადგა ეს იქნება პირველი შემთხვევა აშშ-ის ისტორიაში როდესაც ტერორისტული ჯგუფების სიაში მოხვდება სუვერენული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ნაწილი.
ეს კლასიფიკაცია ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შესაძლებლობას მისცემს აშშ-ში გაუყინოს ნებისმიერი ქონება და ფინანსური წყაროები ამ ორგანიზაციის წევრებსა და მასთან დაკავშირებულ პირებსა თუ ორგანიზაციებს.
გაზეთ ვაშინგტონ პოსტისა და ნიუ იორკ ტაიმსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ეს ფაქტი მიუთითებს ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობის გაზრდაზე ირანის ბირთვული პროგრამისა და თეირანის მიერ ერაყსა და ავღანეთში მეამბოხეებისადმი მხარდაჭერის გამო.
ოფიციალური თეირანი უარყოფს ვაშინგტონის ბრალდებას და ამტკიცებს რომ ბირთვული პროგრამა მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება.