ირანმა დაგმო შეერთებული შტატების განზრახვა საუდის არაბეთისა და სხვა არაბული სახელმწიფოებისათვის იარაღის დიდი პარტიის მიწოდების შესახებ. თეირანმა ვაშინგტონი მთელს რეგიონში შიშის ატმოსფეროს შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის მუჰამედ ალი ჰუსეინის განცხადებით ამერიკა იარაღის ექსპორტის საშუალებით კეთილ მეზობლებში შუღლის ჩამოგდებას ცდილობს.
შეერთებული შტატები საუდის არაბეთისა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებისთვის 20 მილიარდი დოლარის ოდენობის იარაღის მიყიდვას აპირებს ირანიდან მომავალი საფრთხის საპირისპიროდ.
დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო და თავდაცვის მდივნები კონდოლიზა რაისი და რობერტ გეითსი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მიემგზავრებიან ერაყის სტაბილიზაციის საქმეში მხარდაჭერის მოპოვების მიზნით.