ავღანეთში დაიღუპა ნატოს  სამი ჯარისკაცი

ნატოს ალიანსის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი შეტაკებისას დაიღუპა ნატოს სამი ჯარისკაცი, არიან დაჭრილები.

სამხედრო ოპერაციის განხორციელებისას დაიღუპა ნატოს 2 ჯარისკაცი. ნატოს მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად დაჭრილთა შორის არიან ნატოსა და ავღანეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები და კონტრაქტორებიც.

მესამე ჯარისკაცი ნაღმზე აფეთქდა. ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ განცხადება საერთაშორისო უიშროების ძალების ოფიციალურმა პირებმა გააკეთეს. დაღუპული ჯარისკაცების ეროვნება უცნობია, თუმცა ამ რეგიონში ძირითადად ამერიკელი ჯარისკაცები მსახურობენ.

ავღანეთის სამხრეთით მდებარე ყანდაარის პროვინციაში, ქალაქ სპინ ბოლდაკში კამიკაძე ტეორისტის მიერ განხორციელებული აფეთქებისას დაიღუპა 9 ადამიანი. დაღუპულთა შორის არიან ავღანელი პოლიციელები.