ერაყში კოალიციის ძალებმა 35 მეამბოხე მოჰკლეს

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ ერაყში კოალიციის ძალებმა 35 მეამბოხე მოჰკლეს. სამხედრო განცხადების თანახმად დღეს უფრო ადრე კოალიციის ძალებმა ალ ანბარის პროვინციასა და მოსულში 10 ტერორისტი გაანადგურეს. განცხადების თანახმად, ოპერაციისას, რომელიც ერაყში ალ ყაიდას ქსელის მოსპობას ისახავდა მიზნად, 9 ეჭვმიტანილი დააკავეს. ამ ფონზე, ამერიკელების ცნობით, ქალაქ ბაქუბაში ჩატარებული სამ დღიანი ოპერაციისას, 25 ტერორისტი იქნა მოკლული, 5 ეჭვმიტანილი კი დაკავებული. კიდევ ერთი ინციდენტისას, ქალაქ ბაიჯიში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.