გორდონ ბრაუნი ლეიბორისტული პარტიის ლიდერის პოსტზე ტონი ბლერს შესცვლის

დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი, გორდონ ბრაუნი, მმართველი ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელის პოსტზე ტონი ბლერს დღეს შესცვლის. მანჩესტერში გამართულ კონფერენციაზე ბრაუნს ოფიციალურად დაამტკიცებენ პარტიის ლიდერის პოსტზე, მანამ სანამ იგი დიდი ბრიტანეთის პრემიერ ინისტრის პოსტს დაიკავებს. სამაუწყებლო კომპანია ბიბისისში გაკეთებულ ინტერვიუში, ბრაუნმა განაცხადა, რომ მისი მთავრობის ნებისმიერ მოხელე, ლეიბორისტული პარტიის პლატფორმას უნდა იზიარებდეს. დღეს, ბრიტანულმა გაზეთმა ობსერვერმა ლეიბორისტული პარტიის რეიტინგი 39 პროცენტად შეაფასა, კონსერვატიული პარტიისა კი 36 პროცენტად. გამოკითხული ამომრჩევლების 40 პროცენტმა განაცხადა, რომ ბრაუნი უკეთესი პრემიერ მინისტრი იქნება, ვიდრე მისი კონსერვატიული მეტოქე, დევიდ კამერონი. კამერონი, გამოკითხულთა მხოლოდ 22 -ი პროცენტის მხარდაჭერით სარგებლობს. დიდ ბრიტანეთში ეროვნული არჩევნები 2009 ან 2010 წელს ჩატარდება.