კოსმოსური ხომალდის დაბრუნებას უამინდობამ შეიძლება შეუშალოს ხელი

ამერიკული კოსმოსური ხომალდის დაბრუნებას უამინდობამ შეიძლება შეუშალოს ხელი. დღეს, შეერთებული შტატების მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი ატლანტისი დედამიწაზე დასაბრუნებლად ემზადება. შატლი ფლორიდის შტატში მდებარე კენედის კოსმოსურ ცენტრში უნდა დაეშვას. ატლანტისს დღეს დაჯდომის ორი შანსი ექნება, მაგრამ მოსალოდნელი უამინდობის გამო დაშვება შეიძლება ორი დღით გადაიდოს.