ლიბანში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან მიმდინარე ბრძოლაში კიდევ სამი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა

დღეს ლიბანში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკთან, უკვე ხუთი კვირის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლაში, კიდევ სამი ლიბანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ლიბანის ჯარი ქალაქ ტრიპოლის შემოგარენში მდებარე ნარჰ ალ-ბარედის ლტოლვილთა ბანაკში გამაგრებული ისლამისტთა დაჯგუფების პოზიციებს ბომბავდა. ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებს ას ოცდაათზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დაღუპულთა შორის სამოცდატერთმეტი ლიბანელი ჯარისკაცია. მას შემდეგ, რაც გუშინ ლიბანიგდან გასროლილი რაკეტები ისრაელის ტერიტორიაზე აფეთქდა, ისრაელ ლიბანის საძღვარზე გაეროს სამშვიდობოები პატრულირებენ. ჰეზბოლა აცხადებს, რომ რაკეტების გასროლაში მას წვლილი არ მიუძღვის.