მცირე ზომის ამერიკული ბიზნეს ფირმები ემიგრაციის კანონს ეჭვის თვალით უყურებენ

უკვე ასი წელია, რაც ჯი ემ კლეიტონის ზღვის საკვების კომპანია, ატლანტის ოკეანის ჩესაპიკის ყურეში კიბოებს იჭერს და მთელს შეერთებულ შტატებში ყიდის. ყოველდღიურად კომპანიის გემები ათასობით კიბოს მოეზიდებიან. კომპანიაში ძირითადად მექსიკელი იმიგრანტები არიან დასაქმებულნი: „დროებითი მუშახელის დაქირავება ჩვენთვის აუცილებლობას წარმოადგენს. მათ გარეშე კომპანია ვერ იარსებებს”. გვეუბნება კომპანიის მფლობელი ჯეკ ბრუქსი. იგი წლების განმავლობაში ცდილობდა ამერიკელების დაქირავებას. კიბოების დამუშავება ხელით ხდება. ეს საკმაოდ შრომატევადი სამუშაოა. მომსახურეებს ყოველდღიურად ცხრა საათის განმავლობაში უწევთ მეტალის სკამებზე ჯდომა და კიბოს დამუშავება. მათ სეზონის განმავლობაში გასამრჯელოდ თხუთმეტ ათას დოლარს უხდიან: „მე ისევე, როგორც წინათ, ახლაც დიდი სიამოვნებით დავასაქმებდი ამერიკელებს, მაგრამ სამწუხაროდ მათ ამ საქმისთვის ხელის მოკიდება აღარ სურთ”. ამბობს ბრუკსი. ახლა ჯეკ ბრუკსს იმიგრაციისა და შინაგანი უშიშროების დეპარტამენტისთვის უამრავი დოკუმენტის მიწოდება უწევს. ამ დაწესებულებებმა უნდა მისცენ მუშაობის უფლება მაგალითად ოლგა გონზალესის მსგავს იმიგრანტებს. ოლგამ მექსიკაში მოხუცი მშობლები და ოთხი წლის შვილი დატოვა: „მექსიკაში იქ სადაც მე ვცხოვრობდი სამუშაოს გამოძებნა ძალზე რთულია. თანაც ხელფასებიც ძალზე დაბალია”. გვეუბნება იგი. ოცდატორმეტი წლის კონსულელო მარტენესმა შეერთებულ სტატებს იმიტომ მოაშურა, რომ აქ კიბოების დამუშავებაში მას დღესი სამოცდაათიდან ას დოლარამდე უხდიან. კონსუელო შემოსავლის დიდ ნაწილს, შინ ორ სვილსა და მოხუც მშობლებს უგზავნის: „ჩვენთან მექსიკაში კარგი სამსახურის შოვნა შეუძლებელია. ჩვენ ეს ადგილი ვიპოვეთ და საკუთარი ოჯახებისთვის ცოტაოდენი თანხის მოპოვებას ვცდილობთ. მექსიკაში ცხოვრება ძალზე რთულია. ზოგჯერ როდესაც ადამიანი ავად ხდება, მას ექიმტან წასასვლელი ფული არ აქვს. მექსიკასი ჩვენ ფულის სოვნას ვერ ვახერხებთ და აქ სწორედ იმიტომ მოვდივართ”. გვეუბნება კონსუელო. ზღვის საკვების კომპანია მექსიკელ იმიგრანტებს, სწორედ იმ „სტუმარ მუშახელთა პროგრამის” საშუალებით ქირაობს, რომლის ხუთ წელიწადში საბოლოოდ გაუქმებასაც, შეერთებული შტატების სენატი აპირებს. ჯეკ ბრუკსის ოცდარვა წლის სვილი კლეი, რომელიც ზღვის საკვების კომპანიით დასაქმებულ ბრუკსთა ოჯახის მეხუთე თაობას წარმოადგენს, ამბობს, რომ საიმიგრაციო რეფორმის განხორციელება აუცილებლობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი, მამამისი და კიდევ ასამდე დაქირავებული მუშაკი სამსახურის გარეშე დარჩებიან: „ამ კანონის მიღება ჩვენ ძალიან გვესაჭიროება. ახლა ჩვენთვის უმთავრესი ესაა. წინაარმდეგ სემთხვევაში უამრავი მცირე ბიზნესი დაიხურება. ძალზე ბევრი ადამიანი დარჩება გაწბილებული და განადგურებული”. გვეუბნება კლეი. საიმიგრაციო რეფორმა სეერთებული შტატების საზრვრის კონტროლის გაძლიერებას და ამერიკაში არალეგალურად მცხოვრები მილიონობით იმიგრანტისათვის ლეგალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. ჯეკ ბრუკსის თქმით, იმ შემთხვევასი თუ რეფორმა „სტუმარ მუშახელთა” პროგრამას არ გაითვალისწინებს, მის კომპანიას აღარაფერი ეშველება. მერილენდის შტატის სანაპიროზე მდგომი, კიბოების გადამამუშავებელი საწარმოების ადგილი მდიდრულმა სახლებმა დაიკავა. ბრუკსი შისობს, რომ მის კომპანიასაც ეს ხვედრი ელის. მცირე კომპანიებისა და მექსიკელი მუშების ბედი ახლა ვაშინგტონელი კანონმდებლების ხელთაა.