ჰოსეინ ფარუჰიდეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჰოსეინ ფარუჰიდეს, ირანის აზერბაიჯანელ ადამიანის უფლებების დამცველ აქტივისტს, ირანის სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ბატონი ფარუჰიდე ირანის აზერბაიჯანელების ენობრივი და სოციალური უფლებებისათვის იბრძვის. აქტივისტის მამა გოლამბოსეინი ამტკიცებს, რომ ციხეში მის შვილს აწამებდნენ;

“ჩემი შვილი ცხრა თვის განმავლობასი იყო დაკავებული. ორი თვის წინ გვითხრეს, რომ მას სიკვდილით დასჯიდნენ და რომ ჩვენ ორ დღეში მივსულიყავით და მისი გვამი წამოგვესვენებინა. ჯერ-ჯერობით არაფერი მომხდარა. მე არ ვიცი ეს რეჟიმი რას უშვრება ჩემს შვილს. მისი მდგომარეობა გაურკვეველია. მას არც ერთი ოჯახის წევრის უფლებას არ აძლევენ. მას ქალაქ რიზაიეში მდებარე, ირანის დაზვერვის სამსახურის დაქვემდებარებაში მყოფ ციხეში სცემენ. ჩემს შვილს ხერხემალი გადაუტეხეს.

გოლამჰოსეინ ფორუჰიდემ, ირანის რეჟიმის წინააღმდეგ საქმიანობისათვის ციხეში თავად დაჰყო სამი წელი. იგი ამბობს, რომ ირანში არსებული პოლიციური ტერორის რეჟიმი ისლამისათვის დიდ სირცხვილს წარმოადგენს:

“ისინი ისლამს არცხვენენ. თქვენ არ იცით თუ რას აკეთებენ ისინი. ისინი ეროვნულ უმცირესობებს, ქურთებსა და აზერბაიჯანელებს უმოწყალოდ ავიწროებენ”. ამბობს ბატონი ფორუჰიდე.

ჰოსეინ ფარუჰიდეს ახლო ნათესავის ირაჯ ნაჯის ბედიც გაურკვეველია. იგი 2006 წელს დააკავეს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის “საერთასორისო ამნისტიის” მონაცემების თანახმად, ბატონი ნაჯი აზრბაიჯანელ ირანელთა მიერ მოწყობილ დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. დემონსტრაციის მონაწილეები ირანის ოფიციალურ პრესაში დაბეჭდილ იმ კარიკატურას აპროტესტებდნენ, სადაც ირანელი აზერბაიჯანელები ტარაკნებად არიან გამოსახულნი.

ამ დემონსტრაციის ერთი წლის თავზე, ათასობით ირანის აზერბაიჯანელი თავრიზის, ნარადეს და სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. ხალხი ირანის ხელისუფლებისაგან უმცირესობების დევნისა და სევიწროების სეწყვეტას მოითხოვდა. დემონსტრაცია ირანის უსიშროების ძალებმა დაარბიეს და ბევრი მოპროტესტე დააკავეს.

მიმდინარე წლის დასაწყისში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა, ირანში ეროვნული უმცირესობების; აზერბაიჯანელების, ქურთების, არაბების და სხვათა და ბაჰაისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების გამო შეშფოთება გამოხატა. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნისნავს, რომ ირანის რეჟიმმა სკოლებში აზერბაიჯანული ენის სწავლება აკრძალა, დევნის აქტივისტებს და აზერბაიჯანული ენისა და კულტურის დამცველებს უსამართლოდ აპატიმრებს. 2006 წელს აზრბაიჯანელთა შეურაცხმყოფელი კარიკატურის დაბეჭდვის გამო მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეები, დაარბიეს და დააპატიმრეს. აღნისნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. შეერთებული შტატები გააგრძელებს გაეროსთან, უცხოეთის ქვეყნებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, რათა ყურადრება გამახვილდეს ირანის მთავრობის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებზე და ამ ფონის გამოსასწორებლად თეირანზე ზეწოლა განხორციელდეს.