ისრაელი აცხადებს, რომ დღეს მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში გამაგრებული პალესტინური შეიარაღებული ფორმირებები დაბომბეს. ეს გამოპასუხება იყო რამდენიმე საათით ადრე პალესტინური მილიციის წარმომადგენლების მიერ ისრაელელი ჯარისკაცის გატაცების მცდელობაზე. ისრაელის არმიამ თავდამსხმელები უკუაგდო და ერთი მათგანი მოკლა. ჯგუფი ისლამური ჯიჰადი აცხადებს, რომ თავდასხმა მათ და ალ-აქსას მარტვილთა ბრიგადის წარმომადგენლებმა განახორციელეს. ღაზას სექტორში განახლდა ბრძოლა პალესტინელთა დაპირისპირებულ დაჯგუფებს ჰამასსა და ფატას შორის.