რუსეთს ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება აღელვებს

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ცენტრალურ ევროპაში რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგება არ უნდა აღელვებდეს.

ბატონი ბუში ჟურნალისტებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან ტონი ბლერთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. პრეზიდენტი ბუში და მსოფლიოს დანარჩენი შვიდი უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერები გერმანიის ქალაქ ჰაილიგენგამში, დიდი რვიანის სამიტზე იმყოფებიან.

პრეზიდენტმა სთქვა, რომ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას მოუთმენლად მოელის და, რომ იგი აპირებს რუსეთის პრეზიდენტი დაარწმუნოს იმაში, რომ რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთს საფრთხეს არ უქმნის. ბატონმა ბუშმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სისტემა ირანისა და მსგავსი რეჟიმებისაგან და არა რუსეთისაგან თავდაცვას ემსახურება:

“იმედია, რომ ჩვენი სეხვედრა გამოააშკარავებს იმას, რომ ჩვენს სორის შუღლი არ ჩამოვარდნილა. ჩვენ მეორე მხარის წინააღმდეგ ცუდს არაფერს ვგეგმავთ. ჩვენ უბრალოდ ოცდამეერთე საუკუნის ყველაზე დიდი საშიშროების გაუვნებელყოფა გვსურს. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რუსეთს ჩვენგან სასიშროება არ ემუქრება. ჩვენ ახლა პრობლემასთან დაკავშირებით ერთობლივად უნდა გამოვნახოთ გზები”. აღნიშნა პრეზიდენტმა ბუშმა.

თავისმხრივ ბატონი პუტინი ამტკიცებს, რომ სისტემა რუსეთის უშიშროებას საფრთხეს უქმნის. და რუსული რაკეტების მიერ რაკეტსაწინაღო სისტემის მიზანში ამოღებით დაიმუქრა.