პაკისტანის კერძო ტელეარხები, ქვეყნის ხელისუფლებას მათი მთავრობის მაკრიტიკებელი გადაცებმების დაბლოკბვაში სდებენ ბრალს. სატელევიზიო არხები ჯეო ნიუსი და აიაჯ ტი ვი აცხადებენ, რომ მთავრობამ მათი გადაცემების ტრანსლაციას ბლოკავს პაკისტანის უდიდეს ქალაქებში, მათ სორის ლაჰორსა და ისლამაბადში. თავის მხრივ პაკისტანის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ ტრანსლაციის შეწყვეტის შესახებ არაფერი სმენათ. გუშინ პაკისტანის საკაბელო ასოციაციამ გააფრთხილა ტელეარხები, რომ იმ შემთხვევაში თუ ისინი ანტისამთავრობო გადაცემების მომზადებას არ შეწყვეტენ, მათ მაუწყებლობას შეუწყვეტენ.
ანტისამთავრობო ტალღა, ქვეყნის პრეზიდენტის ფერვეზ მუშარაფის მიერ უზენაესი სასამართლოს მთავარი მოსამართლის მუჰამედ ჩაუდრის გადაყენებას მოჰყვა.