ამერიკამ ერთობლივად უნდა იბრძოლონ თანამედროვე ექსტრემიზმის წინააღმდეგაც

პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ ახლაც ისევე, როგორც ცივი ომის დროს, როდესაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები მტკიცედ და შეთანხმებულად იბრძოდნენ დისტრუქციული საბჭოთა იმპერიისა და მისი რადიკალური კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ. მოკავშირეებმა და ამერიკამ ერთობლივად უნდა იბრძოლონ თანამედროვე ექსტრემიზმის წინააღმდეგაც:

“2001 წლის 11 სექტემბერს, აქ ამერიკის ტერიტორიაზე ჩვენ სასტიკი და მიზანდასახული მტირის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედების მოწმენი გავხდით. მაშინ ტერორისტებმა ოთხმოცზე მეტი ქვეყნის მოქალაქეები გამოასალმეს სიცოცხლეს. იმ ავბედით დღეს მოყოლებული ტერაქტები მთელს მსოფლიოში, მომბასაში და ელ რიადში, ჯაკარტასა და სტამბოლში, ლონდონსა და ამანში, მადრიდში, ბესლანში, ბალიში, ალჟირში და თითქმის ყველგან ხორციელდება”. სთქვა პრეზიდენტმა.

ჩვენი მთავარი მტერი ალ-ყაიდა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციებია:

“მათ რადიკალური მუსლიმანური ხალიფატის შექმნა სურთ. მათ დაახლოებით ისე, როგორც ეს გასულ საუკუნეში კომუნისტებსა და ნაცისტებს სურდათ უნდათ, რომ ხალხი სასტიკი კანონმდებლობის ქვეშ მოაქციონ. ეს მტერი ცივილიზებულ სამყაროსთან კომპრომისს არასდროს დაჰყაბულდება. მათ მსოფლიოში არსებული ყველაზე სახიფათო იარაღის ხელში ჩაგდება სწადიათ. ასეთი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ეფექტური გზა არსებობს. ეს კონტრშეტევაა და ჩვენ ეს კონტრშეტევა და ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ”. გააგრძელა პრეზიდენტმა ბუშმა.

სადღეისოდ ალ-ყაიდას მთავარ სამიზნეს ერაყი წარმოადგენს. აქ მათ ქვეყნის დესტაბილიზაციისა და რელიგიური დაპირისპირების გამოწვევა სურთ. საპასუხოდ ამერიკა ერაყის დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას, ბაღდადში უშიშროების მიღწევის მცდელობით ხელს უმართავს და მათ გაუვნებელყოფას ცდილობს, ვისაც რელიგიური დაპირისპირების გაღვივება სურს.

იმის დადგენა, მოჰყვება თუ არა ასეთ სტრატეგიას დადებითი შედეგი, მხოლოდ რამდენიმე თვეში გახდება შესაძლებელი. თუმცა წარმატების ნიშნები უკვე სახეზეა. სთქვა ბატონმა ბუშმა. იმ დროს, როდესაც ერაყში წარუმატებლობის შედეგი ძალზე მზიმე შეიძლება იყოს, ჩვენ იმის უნარიც უნდა გვქონდეს, რომ წარმატებაც დავინახოთ. მითუმეტეს, რომ ჩვენ ამის ტრადიცია ნამდვილად გვაქვს აღნიშნა მან:

“მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, დამარცხებულ გერმანიასა და იაპონიას ბევრი ქვეყანა უმართავდა ხელს. ეს ქვეყნები გერმანიას და იაპონიას დემოკრატიული სახელმწიფოების შენებაში ეხმარებოდნენ. ჩვენ დიდი თანხები და ჯაფა მოვახმარეთ ამ საქმეს. ახლა ნათელია, რომ ამ ჯაფას ფუჭად არ ჩაუვლია. მას შემდეგ ორივე ქვეყანა წარმატებით გამოირჩევა და იქ მშვიდობა სუფევს”. გააგრძელა ბატონმა ბუშმა.

ტერორიზმზე და ალ-ყაიდას მსგავს ექსტრემიზე გამარჯვება მომავალ თაობებს მშვიდობიანად არსებობის შესაძლებლობას მისცემს. დაასრულა გამოსვლა პრეზიდენტმა.