გაეროს ელჩის მარტი აჰტისაარის გეგმა მიუღებელია სერბეთისათვის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით გაეროს გეგმა სერბეთის პროვინცია კოსოვოსთვის დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ უშიშროების საბჭოში მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

ვლადიმერ ტიტოვის თქმით გაეროს ელჩის მარტი აჰტისაარის გეგმა მიუღებელია სერბეთისათვის და მას რუსეთიც არ დაუჭერს მხარს.

რუსი დიპლომატის განცხადებით მოსკოვის მუქარა უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენების შესახებ მოწინააღმდეგე მხარეებს კომპრომისისკენ უბიძგებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მტკიცებით ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთი კოსოვოს სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების წინადადებით გამოვა.

ვლადიმერ ტიტოვმა კოსოვოს ალბანელები საერთაშორისო საზოგადოების შანტაჟში დაადანაშაულა.