მიუნხენში უშიშროებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკას, სხვა ქვეყნებისათვის საკუთარი ეკონომიკური, პოლიტიკური და განათლების სისტემის თავზე მოხვევაში დასდო ბრალი. “და ეს კი რა თქმა უნდა ძალზე სახიფთო ტენდენციაა. მას იმ სიტუაციამდე მივყავართ, როდესაც თავს უხიფათოდ აღარავინ თვლის. მე მინდა განსაკუტრებულად აღვნისნო, რომ თავს უხიფათოდ აღარავინ თვლის. იმითომ, რომ არავის ძალუძს საერთაშორისო კანონმდებლობით თავის დაცვა. ბუნებრივია, რომ ასეთი პოლიტიკა სამხედრო დაპირისპირებას უწყობს ხელს. ბევრ ქვეყანას ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილი უჩნდება”. სთქვა ბატონმა პუტინმა.
პრეზიდენტი ბუში კი აღნიშნავს, რომ პუტინი ისეთივე ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანად რჩება, როგორიც ის 2001-ლ წელს იყო, ანუ მაშინ, როდესაც ბუშმა პუტინი ძალზე სანდო ადამიანად შერაცხა.
“ჩვენი პრეზიდენტობის განმავლობაში მე და პუტინი ბერ საკითხში ვთანხმდებოდით და ბევრში კი ვერა. ჩვენვერ ვთანხმდებით ნატოს ირგვლივ არსებულ საკითხებში. მე ვეცადე, რომ ვლადიმირი ნატოს პოზიტიურ როლში და მის მოსაზღვრე ქვეყნებში დემოკრატიული მმართველობების არსებობის სიკეთეში დამერწმუნებინა. მე ვეცადე, რომ ამეხსნა მისთვის ის ჭეშმარიტება, რომ დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთს თითქმის არასდროს არ ეომებიდან”. სთქვა ბატონმა ბუშმა.
საკუთარიგამოსვლის შემდეგ პრეზიდენტმა პუტინმა ბატონ ბუშს, წესიერი ადამიანი უწოდა და გამოთქვა იმედი, რომ ამერიკა და რუსეთი არასდროს აღარ იქნებიან მოწინააღმდეგები. მიუხედავად ამისა, კრემლს მიაჩნია, რომ ნატო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცივი ომის დროინდელი ბერლინის კედლის მსგავსად, ევროპის გახლეჩვას უწყობს ხელს. თუმცა ლიტვის პრეზიდენტი ვალდუს ადამკუსი, რომლის ქვეყანაც ნატოს ალიანსს სულ ცოტა ხნის წინ შეუერთდა პუტინის გამოსვლას კატეგორიულად არ ეთანხმება: “არა მგონია, რომ ამ გამოსვლამ თავისუფალი ხალხი ტავის იდეალებს დააშოროს. ეს ის მიმართულებაა, რომლისკენაც ჩვენ ყველანი ერთად, სეთანხმებულად მივემართებით. ჩემის ღრმა რწმენით საბოლოოდ ჩვენ სასურველ შედეგს მივაღწევთ. ეს ის იდეალებია, რომლებიც ამერიკელ ხალხს საუკუნეების განმავლობაში ეზმანებოდა”. სთქვა ბატონმა ადამკუსმა.
პრეზიდენტმა ბუშმა აღნიშნა, რომ რუსეტშა და სეერთებულ შტაებს საკუთარი ხალხისა და მსოფლიოს უშიშროების დაცვის სურვილი აერთიანებთ. მაგრამ ორგანიზაცია “ჰერიტაჯ ფაუნდეიშენის” რუსეთის საკითხთა ექსპერტის არიელ კოენის თქმით, “პუტინი გლობალური უშიშროებისათვის ძირის გამოთხრის მიზნით, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ანტიამერიკული განწყობის არსებობაზე თამაშობს”: “რა თქმა უნდა ეს პუტინს ხელს უწყობს ახლო აღმოსავლეთის რეჟიმებისათვის ბირთვული რეაქტორებისა და იარაღის მიყიდვაში. რუსეთმა არაბულ სამყაროს მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღი მიაწოდა”. ამბობს ბატონი კოენი.
ბატონმა პუტინმა აგრეთვე ეუთოს, ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საშინაო საქმეებში ცხვირის ჩაყოფაში დასდო ბრალი. მაგრამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი, ამერიკელი კონგრესმენი ელსი ჰასტინგსი ამბოსბს, რომ ორგანიზაციის შეთანხმება, ასეთი მონიტორინგის უფლებას იძლევა: “აი წაგიკითხავთ: წევრ იქვეყნები, რუსეთისა და შეერთებული შტატების ჩათვლით კატეგორიულად და უპირობიდ თანხმდებიან, და აცხადებენ რომ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები, ორგანიზაციის ყველა წევრის პასუხისმგებლობას, აქ მე მინდა ხაზი გავუსვა, და არა მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის საშინაო საქმეს წარმოადგენს”.
შეერთებული შტატების ყოფილმა წარმომადგენელმა გაეროში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ მას პუტინის ნათქვამის აზრი არ ესმის: “ეს გამოსვლა რეალობას არ ასახავს. არ ასახავს ორ ქვეყანას შორის ბევრ საკითხში არსებულ თანამშრომლობას. ჩვენს მიერ წლების განმავლობაში მტკიცებას, რაკეტსაწინაღო დაცვა რუსეთის წინააღმდეგ არა არის მიმართული, არამედ ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მსგავსი რეჟიმებისგან დაცვას წარმოადგენს”. სთქვა ბატონმა ბოლტონმა.
ბატონი ბოლტონი ამატებს, რომ მიუნხენში პუტინის გამოსვლა ნათლად ამჟღავნებს იმას, რომ შეერტებულმა შტატებმა რუსეთთან მიმართებაში მეტი დიპლომატიური სამუშაობი უნდა ჩაატაროს. ბოლტონმა აგრეთვე გამოხატა იმედი, რომ რუსეთის პრეზიდენტის სიტყვა, ამერიკის ქმედებით მისი გულის გატეხვის და არა რუსეთის პოლიტიკის ცვალებადობის გამოხმაურებაა.