ირანის ტელევიზია: თეირანმა კოსმოსში საკუთარი წარმოების რაკეტა გაუშვა

ირანის სახელმწიფო ტელევიზია აცხადებს, რომ ქვეყანამ კოსმოსში საკუთარი წარმოების პირველი რაკეტა გაუშვა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანამ კოსმოსში საკუთარი წარმოების პირველი რაკეტა გაუშვა. დღეს ირანის კოსმოსური კვლევის ცენტრის ხემძღვანელმა, მოშენ ბაჰრამიმ განაცხადა, რომ რაკეტის გაშვება წარმატებით განხორციელდა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, რაკეტა ირანელი მეცნიერების მიერაა შემუშავებული. ტელეინფორმაციამ არ დააკონკრეტა თუ კონკრეტულად საიდან მოხდა გაშვება. ირანი, კოსმოსში თანამგზავრის გაშვების სურვილის შესახებ, ადრეც აცხადებდა. თეირანმა რუსული წარმოების რაკეტა 2005-თ წელს გაუშვა კოსმოსში და მომავალი წლების განმავლობაში კიდევ რამდენიმეს გაშვებას აპირებს.