ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ტარიკ ალ-ჰაშიმიმ გააკრიტიკა საკუთარი მთავრობის გადაწყვეტილება სადამ ჰუსეინის თანამებრძოლების სიკვდილით დასჯის შესახებ.
თავად სუნიტი მუსულმანი ალ-ჰაშიმი მიიჩნევს რომ მათი ჩამოხრჩობა ხელს შეუშლის ქვეყანაში დაწყებულ ეროვნული შერიგების პროცესს.
ეს გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკრიტიკა, რომელიც თვლის რომ ერაყში მშვიდობის მიღწევა მხოლოდ სხვადასხვა დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგი დაწყებით შეიძლება დამყარდეს რაშიც სირიამ და ირანმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ამის ფონზე ამერიკელთა სარდალმა ერაყში გენერალმა ჯორჯ კეისიმ აღნიშნა რომ პრეზიდენტ ბუშის ახალ სტრატეგიას ერაყში გარკვეული დრო სჭირდება რათა დადებითი შედეგი მოიტანოს.
ეს გეგმა ერაყში ამერიკელთა სამხედრო კონტიგენტის 20 ათასი ჯარისკაცით გაზრდას ითვალისწინებს.