ამ ორგანიზაციის გენერალური მდივანის განცხადებით ერაყის დანარჩენ პროვინციებში წითელი ნახევარმთვარე კვლავაც აგრძელებს მუშაობას.
ერაყის ხელისუფლების განცხადებით ერაყის არმიის ფორმაში გადაცმულმა ყაჩაღებმა წითელი ნახევარმთვარის ბაღდადის ოფისიდან 30-ზე მეტი ადამიანი გაიტაცეს. თუმცა 13 მათგანი მალევე გაანთავისუფლეს.
დღესვე ბაღდადში ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 14 დაიჭრა. ეს აფეთქება სუნიტურ უბან საადიაში მდებარე ერთ-ერთი ბაზრის მახლობლად მოხდა.
ამასობაში შეერთებული შტატების სარდლობის განცხადებით სამჯერ გაიზრდება ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების რაოდენობა ერაყის არმიაში და 2007 წლისთვის 9000 კაცს მიაღწევს.