თეირანი მზადაა ბირთვული ტექნოლოგიები მეზობელ ქვეყნებს გადასცეს

ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თეირანი ბირთვული ტექნოლოგიების მეზობელი ქვეყნებისათვის გადასაცემად მზადაა. ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰადინეჟადმა განაცხადა, რომ თეირანი ბირთვული ტექნოლოგიების მეზობელი ქვეყნებისათვის მზადაა. ირანის სახელმწიფო მედიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ სტატიაში, აჰმადინეჟადი აღნიშნავს, რომ ნავთობის მოხმარების ჩანაცვლება, სუფთა ბირთვული ენერგიით უნდა მოხდეს. დასავლეთი ეჭვობს, რომ სინამდვილეში ირანს ბირთვული იარაღის შექმნა სწადია. ამ ბრალდებას თეირანი უარყოფს და აცხადებს, რომ ქვეყნის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ისახავს. ბრიტანეთის ელჩმა გაეროში განაცხადა, რომ მომავალ კვირას ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების გადაწყვეტილების მიღებაა მოსალოდნელი. თუმცა რუსეთი აცხადებს, რომ ამაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.