ბაღდადში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 15 კაცი დაიღუპა

ერაყის უშიშროების სამსახურის განცხადების თანახმად აფეთქების შიიტთა უბანში ჰქონდა ადგილი.

მოგვიანებით ორი დანაღმული ავტომობილი აფეთქდა ბაღდადის აღმოსავლეთ უბანში. დაიღუპა 5 კაცი.

ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტინგენტის პრესცენტრის განცხადების თანახმად ტერაქტები სუნიტთა მეჩეთის შორიახლოს განხოციელდა. დღესვე კირკუკთან შორიახლოს ერაყის შეიარაღებული ძალების ერთერთ ბაზაში კამიკაძე ტერორისტებმა დანაღმული ორი ავტომობილი ააფეთქეს.

დაიღუპა ხუთი, ხოლო დაიჭრა ათი ჯარისკაცი.

ამ ფონზე ბაღდადიდან სამხრეთში ერთერთ სოფელში ტერორისტული თავდსხმა იქნა განხორციელებული. თავდასმის შედეგად შიიტური ოჯახის ყველა წევრი ამოხოცეს.