აშშ სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მშვიდობის მიღწევის მიზნით ისრაელსა და პალესტინას ძალისხმევის გააქტიურებისკენ მოუწოდებს.

რაისმა ეს განცხადება დღეს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე ქალაქ იერიქონში პალესტინის ავტონომიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს კონფერენაიზე გააკეთა.

მისი განცხადებით შეერთებულ შტატებს იმედი აქვს, რომ ღაზის სექტორში არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულება გაგრძელდება და რომ ასევე პალესტინურ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული სიტუაცია უნდა გაუმჯობესდეს.

იერიქონში გამართული მოლაპარაკებების დროს , მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მმართველ ჰამასის დაჯგუფებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩიხშია მოქცეული.

ამის შემდეგ, კონდოლიზა რაისი იერუსალიმში ისრაელის პრემიერ მინისტრ ეჰუდ ოლმერტს შეხვდა.

პალესტინელებს, როგორც ცნობილია იმედი ჰქონდათ, რომ ეროვნული ერთობის მთავრობის ჩამოყალიბებით უცხოელ დონორებს დაარწმუნებდნენ პალესტინელებისთვის დახმარების გაგრძელების თაობაზე.