ავღანეთში ნატოს ალიანსის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას, ვარაუდით ოცდაორი თალიბის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთიდან მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, დღეს ყანდაარის პროვინციის ზარის რაიონში, ნატოს ალიანსის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას, ვარაუდით ოცდაორი თალიბის სიცოცხლე ემსხვერპლა.

პოლიცია აცხადებს, რომ დღეს დილით ქვეყნის უშიშროების ძალებმა ზარის მახლობლად დამატებით კიდევ ექვსი შეიარარებული პირი მოკლეს.

მიმდინარე წელს თალიბების მიერ ნატოს კონტიგენტის წინააღმდეგ ბრძოლა ძალზე გააქტიურდა. მას მერე, რაც ხუთი წლის წინ შეერთებულმა შტატებმა თალიბები ავღანეთის მმართველობას ჩამოაშორა, ისინი ამერიკის მიერ მხარდაჭერილ, ქაბულის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.